კერძოდ, კენიელმა უილსონ კიპსანგმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან 42 კილომეტრი 2 საათში, 3 წუთსა და 23 წამში გაირბინა. უილსონმა 15 წამით გააუმჯობესა თავისი თანამემამულის, პატრიკ მაკაუს რეკორდი, რომელიც ასევე ბერლინში, 2011 წელს იყო დამყარებული.
ქალებს შორის გამარჯვება ასევე კენიის წარმომადგენელმა მოიპოვა. ფლორენს კიპლაგატმა დისტანცია 2 საათში, 21 წუთსა და 13 წამში დაფარა. მისთვის ეს მეორე ტრიუმფია გერმანიაში - პირველად ბერლინში ფლორენსი ორი წლის წინ იყო საუკეთესო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლოთობა - რუსი მწვრთნელების ერთადერთი გასართობი