რეკორდი ბერლინის მარათონში

AutoSharing Option
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა პრესტიჟული ყოველწლიური მარათონი, რომელშიც 29 სექტემბერს მაღალი შედეგები დაფიქსირდა.

კერძოდ, კენიელმა უილსონ კიპსანგმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან 42 კილომეტრი 2 საათში, 3 წუთსა და 23 წამში გაირბინა. უილსონმა 15 წამით გააუმჯობესა თავისი თანამემამულის, პატრიკ მაკაუს რეკორდი, რომელიც ასევე ბერლინში, 2011 წელს იყო დამყარებული.

ქალებს შორის გამარჯვება ასევე კენიის წარმომადგენელმა მოიპოვა. ფლორენს კიპლაგატმა დისტანცია 2 საათში, 21 წუთსა და 13 წამში დაფარა. მისთვის ეს მეორე ტრიუმფია გერმანიაში - პირველად ბერლინში ფლორენსი ორი წლის წინ იყო საუკეთესო.

მეორე ფინიშთან კიდევ ერთი კენიელი შერონ ჩეროპი მივიდა, ხოლო მესამეზე გავიდა მასპინძელი ირინა მიკიტენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლოთობა - რუსი მწვრთნელების ერთადერთი გასართობი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული