მძლეოსნობაში წლის ნომინანტები დასახელებულია

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა 10-10 მამაკაცი და ქალი სპორტსმენი, რომლებიც წარდგენილნი არიან წლის საუკეთესო მძლეოსნის ტიტულზე. გუშინ დაიწყო გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მძლეოსნობის საერთაშორისო და ეროვნული ფედერაციის თანამშრომლები, სპორტსმენები და ჟურნალისტები, აგრეთვე, საერთაშორისო ფედერაციის პარტნიორთა წარმომადგენლები.

გამოკითხვა 27 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც ფედერაცია დაასახელებს სამ-სამ ფინალისტს მამაკაცებსა და ქალებს შორის. 16 ნოემბერს კი გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომლის დროსაც გამოცხადდება თითო გამარჯვებული.

IAAF-ის მიერ წარმოდგენილი პრეტენდენტების სრული სია ასე გამოიყურება:
მამაკაცები: მოჰამედ ამანი (ეთიოპია), უსაინ ბოლტი (იამაიკა), ბოგდან ბონდარენკო (უკრაინა), ეშტონ
იტონი (აშშ), მო ფარა (ბრიტანეთი), რობერტ ჰარტინგი (გერმანია), უილსონ კიპსანგი (კენია), ალექსანდრ მენკოვი (რუსეთი), ლაშონ მერიტი (აშშ), ტედი ტამგო (საფრანგეთი).

ქალები: ვალერი ადამსი (ზელანდია), აბება არეგავი (შვედეთი), მესერეტ დეფარი (ეთიოპია), ტირუნეშ დიბაბა (ეთიოპია), შელი-ენ ფრეზერ-პრაისი (იამაიკა), ზუზანა გეინოვა (ჩეხეთი), კატერინე იბარგუენი (კოლუმბია), სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია), ბრიანა როლინზი (აშშ), სვეტლანა შკოლინა (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრილიანტების დარიგება დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული