ოსკარს ბრალი დაუმძიმდა

AutoSharing Option
ცნობილ სამხრეთაფრიკელ მორბენალ-ამპუტანტს ოსკარ პისტორიუსს ორი ახალი ბრალდება წარუდგინეს. კერძოდ, ის ეჭვმიტანილია იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობაში.

ლაპარაკია ორ ეპიზოდზე, რომელიც იოჰანესბურგში მოხდა. პირველ შემთხვევაში, პისტორიუსმა რესტორანში დატენილი პისტოლეტი ყველას დასანახად ამოიღო ჯიბიდან, მეორე შემთხვევაში კი, თავისი მეგობრის მანქანაში გაღებული ლუქიდან გაისროლა.

"ბრალდება ეხება იარაღის შესახებ კანონის დარღვევას. ლაპარაკი არ არის რაღაც ახალ ფაქტებზე", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა ნატი მნკუნემ. ამასთან, მან უარი თქვა კანონდარღვევის დეტალების დაზუსტებაზე.

იტყობინებიან, რომ თავიდან ეს საქმეები ცალკე უნდა განხილულიყო, მაგრამ ახლა მათ გაართიანებენ იმ მთავარ ბრალდებასთან,
რომლის მიხედვითაც, პისტორიუსი დადანაშაულებულია თავისი მეგობრის, რევა სტინკამპის მკვლელობაში.

შეგახსენებთ, რომ ეს ტრაგედია ამა წლის 14 თებერვალს მოხდა, როცა პისტორიუსმა ღამით მის სახლში შესული შეყვარებული მძარცველად აღიქვა და ორი გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს. ოსკარი დააპატიმრეს და განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი, თუმცა თავდებში გაანთავისუფლეს იქამდე, სანამ ამ საქმეზე სასამართლო გაიმართება.

ბოლტს რიანა შეუყვარდა
პლანეტის უსწრაფესი ადამიანი, იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი სიყვარულში გამოუტყდა ცნობილ მომღერალს რიანას.

ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონის გული დაიპყრო ეროტიკულმა ცეკვამ რიანას შესრულებით. ვიდეოს ხილვის შემდეგ ბოლტმა "ტვიტერის" მეშვეობით ასეთი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა მომღერალს: "ამ ცეკვის შემდეგ მე შეყვარებული ვარ. ვინც კარიბიდან არ არის, ის ამას ვერ გაიგებს".

მოგვიანებით იამაიკელმა ათლეტმა ჟურნალისტებთან საუბრისას სთხოვა რიანას, დაერეკა მისთვის.

ბოლტი პირველად არ გამოხატავს თავის აღფრთოვანებას 25 წლის ბარბადოსელით. 2012 წელს მან რიანას მსოფლიოში უმშვენიერესი ქალი უწოდა ბრიტანელ მომღერალ შერილ კოულთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული