ფილმში შესულია ვიდეოჩანაწერი მობილური ტელეფონიდან, რომელშიც 800 მეტრზე სირბილში ოლიმპიური ჩემპიონი მარია სავინოვა ლაპარაკობს იმის შესახებ, როგორ იღებდა დოპინგს. მეორე ეპიზოდში ჩანს - როგორ აძლევს მწვრთნელი ვლადიმირ კაზარინი აკრძალულ პრეპარატს თავის შეგირდს. ასევე, მოყვანილია დამამტკიცებელი საბუთები იმისა, თუ როგორ უხდის საერთაშორისო მარათონების მრავალგზის გამარჯვებული და შემდეგ დოპინგის მიღებაში მხილებული
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო გარანტიას იძლევა, რომ რუსულ მძლეოსნობაში დოპინგთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც ფილმშია ასახული, კარგად იქნება შესწავლილი, - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
"მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ მიიღო ინფორმაციისა და მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ფილმშია მოცემული. მთელი ეს ინფორმაცია უკვე გადაცემულია მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისთვის, სადაც დამოუკიდებელი კომიტეტი გამოძიებას დაიწყებს. ჩვენ დაველოდებით შედეგებს. ყველა ბრალდება დეტალურად იქნება შესწავლილი და თუ საჭირო გახდება სერიოზული ზომების მიღება, ჩვენი ორგანიზაციის კოდექსის შესაბამისად ვიმოქმედებთ", - წერია სააგენტოს განცხადებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"