უსაინ ბოლტი სისულელეს ამხელს

AutoSharing Option
ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი უსაინ ბოლტი "სულელურს" უწოდებს იდეას - ამოიღონ ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან 200 მეტრზე სპრინტი.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 200 მეტრზე რბენა მძლეოსნობის იმ ხუთ დისციპლინას შორის შევიდა, რომელი შეიძლება ვეღარ ვიხილოთ ოლიმპიურ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ ბოლტს კარიერაში ორჯერ აქვს ოლიმპიადის ოქროს მედალი მოგებული 200 მეტრ დისტანციაზე.

"ჩვეულებრივ, კამათში არავისთან შევდივარ, მაგრამ ეს სრულიად აბსურდული და სულელური იდეაა, - ამბობს ბოლტი გაზეთ "გარდიანთან" კომენტარში. - მძლეოსნობა ოლიმპიადის მთავარი მოვლენაა - ამაზე დავაც არ შეიძლება.

ამიტომაც, როცა
სპორტის ამ სახეობიდან რაიმე დისციპლინის ამოღება სურთ, ეს, უბრალოდ, სასაცილოდ მოჩანს. ვფიქრობ, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ არავითარ შემთხევაში არ უნდა დაუჭიროს მხარი ასეთ იდეას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული