თავდაპირველად, მას დაგეგმილი ჰქონდა დიდი სპორტიდან რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ წასვლა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მისი ბოლო ტურნირი მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი იქნება.
"თავდაპირველად, კარიერის დასრულებას 2016 წელს ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა სპონსორებმა მთხოვეს ერთი წლით დარჩენა და ლონდონში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, - განაცხადა ბოლტმა. - მაგრამ ბრიტანეთის დედაქალაქში მხოლოდ ერთ დისციპლინაში მივიღებ მონაწილეობას - 100 მეტრზე რბენაში. ეს უკვე განვიხილე ჩემს მწვრთნელთან. შევძლებ ერთ დისციპლინაზე კონცენტრირებას
ბოლტს ეკუთვნის მსოფლიოს რეკორდი 100 მეტრ დისტანციაზე, რომელიც 9.58 წამს უდრის. ის ამ დისციპლინაში მსოფლიოსა და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"