ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იამაიკაში ვიზიტის დროს მსოფლიოს უსწრაფეს ადამიანს, ლეგენდარულ სპრინტერს, უსაინ ბოლტს შეხვდა და მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ფოტოსესიის დროს პრეზიდენტმა ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონის სახელგანთქმული პოზა მიიღო.
"არავინ არასდროს ყოფილა ამ ბიჭზე სწრაფი!" - აღნიშნა ობამამ ფოტოს გადაღების დროს.