უსაინ ბოლტი ისევ მოკრძალებულია

AutoSharing Option
ნიუ იორკში გაიმართა "ბრილიანტის ლიგის" კომერციული სერიის მორიგი ეტაპი, რომლის მთავარი მოვლენა იყო უსაინ ბოლტის გამოსვლა.

ლეგენდარული იამაიკელი აპირებდა 200 მეტრზე 20 წამიდან გამოსვლას, მაგრამ არ გამოუვიდა, თუმცა პირველობას ვერავინ შეეცილა. შეგახსენებთ, რომ იგივე შედეგი დააფიქსირა მან "გრძელ სპრინტში" ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში.

წარმატებული მგზავრობა ჰქონდა ნიუ იორკში ოლიმპიურ ჩემპიონს დავიდ რუდიშას. თავის საყვარელ 800 მეტრზე კენიელმა პირადი რეკორდი განაახლა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მოჰამედ ამანის სეზონის რეკორდს.

ნიუ იორკში დაემხო სანია რიჩარდსის სეზონის რეკორდი - სახელოვანი თანამემამულის შედეგი გააუმჯობესა ფრანსენა მაკორორის.
ამერიკელმა თითქმის წამი მოუგო თავის კონკურენტებს და ცხრა მეასედი წამი ჩამოაკლო რიჩარდსის რეკორდს.

სერიოზული კონკურენცია იყო ქალებს შორის ხტომის დისციპლინებში. ჭოკით ხტომაში ნიკოლეტა კირიაკოპულოსმა საბერძნეთის რეკორდი გაიმეორა, ხოლო გამარჯვება ფაბიანა მიურერმა მოიპოვა, მაგრამ მან ვერ შეძლო 4.86 მეტრის აღება და პირადი რეკორდის განახლება. სეზონის რეკორდსმენმა ჯენიფერ სურმა სამჯერ ჩამოაგდო თამასა 4.64 მეტრის სიმაღლეზე.

სიმაღლეზე ხტომაში ისევ მეორე ადგილი დაიკავა ბლანკა ვლაშიჩმა, რომელმაც მხოლოდ მესამე ცდიდან აიღო 1.97 მეტრი. ვლაშიჩმაც და ბეიტიამაც გააუმჯობესეს სტადიონის რეკორდი, რომელიც ოთხი წლის წინ დაამყარა შვედმა ემა გრინმა.

მამაკაცები
100 მ. 1. ტაისონ გაი (აშშ) - 10,12; 200 მ. 1. უსაინ ბოლტი (იამ) - 20,29; 800 მ. 1. დავიდ რუდიშა (კენ) - 1:43,58; 5000 მ. 1. ბენ ტრუ (აშშ) - 13:29,48; 110 მ/თარჯრბენი. 1. დევიდ ოლივერი (აშშ) - 13,19; 400 მ/თარჯრბენი. 1. ხავიერ კულსონი (პ-რიკო) - 48,48; სამხტომი. 1. პედრო პაბლო რიკარდო (კუბა) - 17,56 მ. შუბის ტყორცნა. 1. ვიტესლავ ვესელი (ჩეხ) - 83,62 მ. ბირთვის კვრა. 1. ჯო კოვაჩი (აშშ) - 21,67 მ.

ქალები
100 მ. 1. ინგლიშ გარდნერი (აშშ) - 11,00; 200 მ. 1. ტორი ბოუი (აშშ) - 22,23; 400 მ. 1. ფრანსენა მაკორორი (აშშ) - 49,86; 800 მ. 1. აჯეი უილსონი (აშშ) - 1:58,83; 100 მ/თარჯრბენი. 1. შერიკა უილიამსი (აშშ) - 12,65; 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. ჰივოტ აიალიუ (ეთი) - 9:25,26; სიგრძეზე ხტომა. 1. კრისტაბელ ნეტი (კან) - 6,92 მ. სიმაღლეზე ხტომა. 1. რუტ ბეიტია (ესპ) - 1,97 მ. ჭოკით ხტომა. 1. ფაბიანა მიურერი (ბრა) - 4,80 მ. ბადროს ტყორცნა. 1. სანდრა პერკოვიჩი (ხორ) - 68,44 მ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული