მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 28 სპორტსმენს სასჯელს უმზადებს

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რამდენიმე მძლეოსნის დოპინგ-სინჯის ხელმეორე შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.

ლაპარაკია იმ სპორტსმენებზე, რომლებიც ჰელსინკსა და ოსაკაში მსოფლიოს 2005 და 2007 წლების ჩემპიონატებზე გამოდიოდნენ.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ 28 სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატის კვალი.

დამრღვევთა უმეტესმა ნაწილმა უკვე დაასრულა კარიერა, მაგრამ მათ გვარებს მხოლოდ გამოძიების შემდეგ გამოაცხადებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიაში მოხვედრილი რამდენიმე მძლეოსანი წელს პეკინში, მსოფლიოს ჩემპიონატზე აპირებდა გამოსვლას, მაგრამ ჩამოაშორეს პირველობას და ჩინეთში მათ ვერ ვიხილავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული