![](https://sportall.ge/pictures/image31/b1cf0fd81cd46d0802d731093e69117d.jpg)
პოლონელმა პაველ ფაიდეკმა პეკინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
გამარჯვების შემდეგ პოლონელმა ტრიუმფის აღნიშვნა პეკინის ერთ-ერთ რესტორანში გადაწყვიტა და შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში ტაქსი გამოიძახა.
მეორე დღეს სპორტსმენმა ოქროს მედალი ვეღარ იპოვა და პოლიციაში განაცხადა. საბედნიეროდ, ტაქსის მძღოლი მედლის დაბრუნებას დათანხმდა.