რა დაუშავა ბაჩანა ხორავამ აშშ-ის საელჩოს? მძლეოსანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიდის

AutoSharing Option
წლეულს მძლეოსანთა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატზე 23-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოსპრიზიორმა ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში 8.25 მეტრით საქართველოს რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატის ლიცენზიაც (8.18 მ) მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ ეს შედეგი მსოფლიოში წლეულს მესამე მაჩვენებელია.

ჩემპიონატი პორტლენში 17 მარტს დაიწყება, მაგრამ ქართველი მძლეოსანი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ბაჩანა ხორავამ მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური მოწვევა მიიღო, - გვითხრა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა. - ქართველი მძლეოსანი ლიცენზიასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილთან ერთად ორჯერ იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, მაგრამ შეჯიბრებაზე
გასამგზავრებლად ვიზა არ მისცეს, უარის მიზეზებზეც არაფერი უთქვამთ.

სამწუხაროა, რომ პერსპექტიულ სპორტსმენს მნიშვნელოვან ტურნირზე თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა".
მკითხველის კომენტარები / 4 /
რეებს ლაპარაკობთ ახვლედიანზე???
აცალეთ მაგ კაცს საქართველოს რეკორდები მსოფლიოსას გაუთანაბროს ;)
TRUTH -ს
19:48 14-03-2016
0
თქვენ თუ ასე გააგრძელეთ, 9 მეტრსაც გამოკრავთ ხელს ))
გიო
12:55 14-03-2016
0

სიახლეები პოპულარული