მძლეოსნობა: რუსებს არა?

AutoSharing Option
რუსს მძლეოსნებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლებას არ მისცემენ, - ამის შესახებ დაწერა ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა.

17 ივნისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სხდომა, რომელზეც რუსეთის მძლეოსანთა ნაკრების ბედი უნდა გადაწყდეს. როგორც The Times იუწყება, საერთაშორისო ფედერაცია უარს ეტყვის რუს მძლეოსნებს რიოს ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლაზე. გაზეთს წყაროდ მოჰყავს IAAF-ის საბჭოს სამი წევრი, რომელთა გვარები არ სახელდება.

14 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მძლეოსნობის ნაკრების მთავარ მწვრთნელს იური ბორზაკოვსკის ურჩია - თავისი გუნდი რიოს თამაშებისთვის მოამზადოს.

შეგახსენებთ,
რომ 2015 წლის 13 ნოემბერს, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გაურკვეველი ვადით შეაჩერა რუსეთის ფედერაციის წევრობა ამ ქვეყნის ათლეტთა მიერ დოპინგის გამოყენების გახშირებული ფაქტების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული