როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დისტანციისას ტრავმა მიიღო.
"მას მცირე დისკომფორტი აქვს მუხლის არეში, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგში იქნება. ახლა, ბოლტი გერმანიაში იმყოფება და იქაური ექიმები ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ", - განაცხადა იამაიკელის მწვრთნელმა გლენ მილსმა.
სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრავმა ხელს არ შეუშლის ბოლტს, მონაწილეობა მიიღოს რიო-დე-ჟანეიროს თამაშებში. 30 ივნისს, ბოლტი აპირებს კინგსტონში შეუერთდეს
22 მარტს, ბოლტმა განაცხადა, რომ 2016 წლის თამაშები ბოლო იქნება მის კარიერაში. 29 წლის სპრინტერი პროფესიული კარიერის დასრულებას მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შემდეგ აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"