განსაკუთრებით, უფროსებში მცხეთელი ზაზა ნადირაძე გამოირჩა. 200 მეტრზე კანოეთი ასპარეზობისას მან პირველი ადგილი დაიკავა და უკან მოიტოვა მასპინძელთა 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სერგეი ბეზუგლი და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ალექსანდრ კუპინი.
ამ წარმატებისთვის აზერბაიჯანის ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზეინალოვმა ქართველი სპორტსმენი 500 ევროთი დააჯილდოვა.
1996-98 წლებში დაბადებულთა შეჯიბრებაში კაიაკით თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა 200 და 500 მეტრზე ოქროს მედლები მოიპოვა, 1000 მეტრზე კი
ამავე ასაკის კანოისტებში დუშელებმა იყოჩაღეს: მალხაზ ჭინჭარაშვილმა 200 და 500 მეტრზე პირველი ადგილები დაიკავა, ხოლო გიორგი ყარსიმაშვილი ბრინჯაოებს დასჯერდა.
უმცროს ასაკში ერთი მონაწილე გვყავდა: თბილისელმა ლუკა თხილაიშვილმა ერთადგილიანი კაიაკით
200 და 500 მეტრზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"