მათგან შესანიშნავი შედეგი აჩვენა ფოთელმა მურმან მალანიამ. ახალგაზრდებს შორის 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი მან ვერცხლის მედალი მოიპოვა: საკვალიფიკაციო გაცურვისას მურმანმა დისტანცია 41.663 წამში დაფარა და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა. იქ შედეგი (43.139) გააუარესა, მაგრამ რვა მეტოქეს მაინც აჯობა და პირველი ადგილით A ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი პაექრობისას მალანია 200-მეტრიანი დისტანციის ფინიშზე 41.046 წამით მეორე იყო - ქართველ კანოისტს რუსმა ალექსანდრ ტუტაევმა (40.992) გაუსწრო.
ფაქტობრივად, ერთი თვის
ახალგაზრდებში ერთადგილიანი კანოეთი ორ დისტანციაზე იასპარეზა დუშელმა მარი ქერდიკაშვილმა: 500 მეტრზე მან წინასწარი გაცურვისას (2.27,423) და ნახევარფინალში (2.24,136) მესამე ადგილები დაიკავა, A ფინალში კი 2.29,551-ით მე-8 ადგილზე გავიდა. ჩემპიონობა ბელორუსმა ალიონა ნაზდროვამ (2.16,891) მოიპოვა. ქერდიკაშვილი 200 მეტრზე საკვალიფიკაციოში (52.836) მეხუთე იყო, ნახევარფინალში კი მე-9 ადგილს (59.523) დაჰყაბულდა. ამავე ასაკში გამოდიოდა ერთადგილიანი კანოეთი 1000 მეტრზე იური ბერაშნევიჩი, რომელსაც B ფინალში (4.14,037) მე-4 ადგილი ერგო.
23-წლამდელებში იასპარეზა ერთადგილიანი კაიაკით (ბაიდარა) თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა. 200 მეტრი საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 36.099 წამში დაფარა და ნახევარფინალში მე-3 შედეგით შევიდა. მეორე გაცურვისას ოდნავ უარესი დრო (37.586) აჩვენა და მე-5 იყო, B ფინალში (37.325) მე-7 ადგილი დაიკავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"