ვონმა და ვუდსმა რომანის შესახებ ოფიციალურად 2013 წლის მარტში გამოაცხადეს. "თითქმის სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ მე და ტაიგერმა ერთობლივად გადავწყვიტეთ ურთიერთობის გაწყვეტა. ყოველთვის თბილად გავიხსენებ იმ დროს, რომელიც ერთად გავატარეთ.
სამწუხაროდ, ორივენი გიჟური რიტმით ვცხოვრობთ, რის გამოც ხშირად ცალ-ცალკე გვიწევს დროის გატარება. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებ ტაიგერს. მას და მის შესანიშნავ ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში", - დაწერა ვონმა "ფეისბუქზე".