ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზატორის ძმა ევროპის ჩემპიონი გახდა და რიოს ოლიმპიადაზე გამოვა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ მონტროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვანდოში, 54 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ბელგიელმა მურად ლააკრაუიმ მოიპოვა, რომელიც ნაჯიმ ლააკრაუის უმცროსი ძმაა - ტერორისტის, რომელიც ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ ნაჯიმი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც 2016 წლის 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქის აეროპორტში ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

რაც შეეხება 21 წლის მურადს, მან ფინალურ შეხვედრაში ხესუს ტორტოსი ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ წარმატებამ მას რიო დე ჟანეიროს 2016
წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება მისცა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოდის მურადას ტერაქტების მოსაწყობათ აგზავნიან.
vaxo
22 მაისი 2016 09:58
0
ძაან მაგარო ლიბერალურო ... ევროპავ, თქვენ .... იქნებ თვალი აგეხილოს გახდილი დედიკოს დანახვისას.
ზაზა
21 მაისი 2016 15:17
0
ევროპავ, თქვენი ძალიან დემოკრატიულობა დაგღუპავთ, მაგ ჩემპიონის თვალებს დააკვირდით.. ადამიანი ასეთი წარმოშობისაა და ასეთ იდეოლოგიაზე გაზრდილი და ოლიმპიადაზე უშვებენ, ვინ ვისიდაკვეთით მუშაობს და რას აკეთებს ვეღარ ვხვდები, უბრალო ადამიანი, რომ შესაწირი კრავია ეგ კი ნათელია...
რეალისტი
21 მაისი 2016 15:05
0

სიახლეები პოპულარული