პირველად ისტორიაში - კონორ მაკგრეგორი ჩემპიონი ორი წონაშია

AutoSharing Option
შერეული სტილით მებრძოლმა ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა ამერიკელი ედი ალვარესი დაამარცხა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC 205) და მჩატე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბრძოლა 13 ნოემბერს, ნიუ იორკში გაიმართა და მეორე რაუნდში მაკგრეგორის ნოკაუტით გამარჯვებით დასრულდა. ირლანდიელმა დარტყმების სერია განახორციელა და ალვარესი ნოკდაუნში გაუშვა, რის შემდეგაც წაქცეულ მეტოქეს თავზე დააცხრა, მაგრამ რეფერიმ ბრძოლა გააჩერა.

ახლა 28 წლის მაკგრეგორი UFC-ის ჩემპიონია მჩატე და ნახევრად მჩატე წონაში. აქამდე არც ერთ მებრძოლს არ გაუერთიანებია ორი ტიტული შერეულ ორთაბრძოლებში.

UFC 250 შერეული ორთაბრძოლების პირველი ტურნირი
გახდა ნიუ იორკში. ადრე ბრძოლები MMA-ს წესებით შტატში აკრძალული იყო, მაგრამ ასამბლეამ 2016 წლის აპრილში აკრძალვის მოხსნას უყარა კენჭი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული