ლევან მაყაშვილმა დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი გალახა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში ლევან მაყაშვილმა რუსი სპორტსმენი რასულ მირზაევი დაამარცხა.

აღსანიშნვაია, რომ დაღესტნელ მირზაევს აქამდე კარიერაში მარცხი არ ჰქონია. მირზაევის ანგარიშზე 17 გამარჯვება იყო.

შეხვედრა ტურნირ Fights Nights Global 54-ის ფარგლებში როსტოვში გაიმართა. მაყაშვილმა მსაჯების ერთიანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო: ლევან მაყაშვილი - რასულ მირზაევი (საუკეთესო მომენტები)
Sportall.Ge

რაც შეეხება მაყაშვილს, ეს მისი მე-10 მოგება გახდა კარიერაში. სულ მას 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 წაგება და 1 ფრე აქვს.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მირზაევი საკმაოდ განაწყენებული იყო მარცხით და საჯაროდ
მოითხოვა მაყაშვილისგან სარევანშო ბრძოლა, რაზეც ქართველისგან თანხმობა მიიღო.
იხილეთ ვიდეო: ლევან მაყაშვილი-რასულ მირზაევი (მთლიანი ბრძოლა)
Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ რასულ მირზაევმა 2011 წელს სტუდენტთან იჩხუბა, რომელიც დარტყმისგან მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად მირზაევმა კი დაახლოებით ერთწლიანი სასჯელი მოიხადა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არ გამოდის ხალხო ამერიკის სახელით, მანდაურ კლუბს წარმოადგენს უბრალოდ
თემო
17 ნოემბერი 2016 13:45
0
რუკას დახედე ვაჟა!
akaki da ilia
17 ნოემბერი 2016 13:34
0
აი რით განსხვავდება ეს კაცი იმ ვიღაც რუს მოჭიდავესგან!!!!!!!!!!!!!!! მართალია ამერიკის სახელით გამოდის მაგრამ არასდროს ივიწყებს ქვეყანას....!)) ბოლოში გამოჩნდა!!!))))) და თქქვენ... თქვენ გახსოვთ ქვეყანა....?!))))))
svani
17 ნოემბერი 2016 13:25
0
რატო წერთ რუსიო დაღესტანელია და არა რუსი,ერთი ხანობა ჩვენც მოგვიხსენიებდნენ რუსებდ მოგვწონდა?
vazha
17 ნოემბერი 2016 13:05
0

სიახლეები პოპულარული