ნათელა ბოლატაევა მოსკოვის ღია პირველობაზე უმაღლეს საფეხურზე ავიდა

AutoSharing Option
რუსეთის დედაქალაქში გაიმართა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა მოსკოვის ღია პირველობა - "ოქროს ფოთლები", რომელშიც რამდენიმე ქვეყნის 18 სპორტსმენი მონაწილეობდა.

მოასპარეზეთა შორის იყო საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი, ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის შეგირდი, 2015 წლის შტუტგარტის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნათელა ბოლატაევა (მწვრთნელი ელისო ბედოშვილი), რომელმაც წლეულს საქართველოს ჩემპიონატში მრავალჭიდში სალომე ფაჟავას შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

ნათელამ მოსკოვშიც ისახელა თავი. სამი საგნით ვარჯიშისას თითოეულში 18 ქულაზე მეტი დაიმსახურა. საბოლოოდ მრავალჭიდში 55.150 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, დარია
რუდნიჩენკომ (მოსკოვი, 54.650) და ანა ჟეგალკინამ (პუშკინო, 52.100) დაიკავეს.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა, ასევე, მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის აღსაზრდელი თამარ ჭანტურიძე (მწვრთნელი ელისო ბედოშვილი), რომელიც მრავალჭიდში 48.400 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული