მხატვრული ტანვარჯიში: სალომე ფაჟავას და გაბრიელა ხვედელიძის ახალი სიმაღლეები

AutoSharing Option
წლეულს ვენაში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ევროპის ჩემპიონატზე, სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე) მე-18 ადგილი დაიკავა და გაისად ბაქოს დახურულ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მიიღო.

2014 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქში მხოლოდ 20 საუკეთესო სპორტსმენი იბრძოლებს მედლებისთვის.

რამდენიმე დღის წინათ საერთაშორისო ფედერაციიდან შეტყობინება მოვიდა, რომ ფაჟავამ ავსტრიის დედაქალაქში მიღწეული შედეგით 2015 წლის ევროპის პირველი ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა. ამ შეჯიბრებასაც ბაქო უმასპინძლებს.

ლიცენზიანტმა ტანმოვარჯიშემ ამ დღეებში ლუბლიანას (სლოვენია) საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა.

მრავალჭიდში 67,450 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, მონიკა ჩებაშეკი (სლოვენია, 67,350) და ელენა მილენკოვიჩი (ხორვატია, 58,250) გავიდნენ. ცალკეული საგნებით ვარჯიშში ფაჟავამ ორი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რგოლი: 1. სალომე ფაჟავა (17,350), 2. მონიკა ჩებაშეკი (სლოვენია, 16,050), 3. ელენა მილენკოვიჩი (ხორვატია, 14,850);

ლენტი: 1. ფაჟავა (17,300), 2. ჩებაშეკი (17,200), 3. მილენკოვიჩი (13,950);

ბურთი: 1. ჩებაშეკი (17,650), 2. ფაჟავა (16,750), 3. მილენკოვიჩი (15,050);

გურზები: 1. ჩებაშეკი (16,450), 2. ფაჟავა (16,050), 3. მილენკოვიჩი (14,400).

ლუბლიანაში ნინია როხვაძემ ახალგაზრდებს შორის მრავალჭიდში მე-5 ადგილი დაიკავა.

* * *

მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბელგიაში. "ბრიუსელის თასს" სხვადასხვა ქვეყნის 16-წლამდელი 18 გოგონა ეცილებოდა ერთმანეთს.

შესანიშნავად იასპარეზა 2012 წლის ევროპის პირველობის ორი ბრინჯაოს მედლის (პირადსა და გუნდურში) მფლობელმა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა გაბრიელა ხვედელიძემ (მწვრთნელი ბელა კობალაძე), რომელიც შეჯიბრებაზე თბილისის მერიის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ცენტრის (დირექტორი ფიქრია ფანქველაშვილი) დაფინანსებით გაემგზავრა.

ხვედელიძემ მრავალჭიდში 42,35 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე იყო რუსი არინა სუდიაკინა (41,1), ხოლო მესამე ადგილი 39,5 ქულით მარია სილიანოვას (ბულგარეთი) ერგო.

- გაბრიელა ხვედელიძისთვის ბელგიური სტარტი ახალგაზრდებში ბოლო შეჯიბრება იყო, რადგან 2014 წლიდან ის უფროსებში გადაინაცვლებს,
- გვითხრა ბელა კობალაძემ. - ცხადია, სენიორებში მეტი კონკურენციაა, ამიტომ საპრიზო ადგილებზე გასასვლელად ახალი რთული ვარჯიშების შედგენა-დამუშავება იქნება საჭირო.

სანაპიროზე არსებულ სპორტულ დარბაზში კი სრულყოფილი წვრთნის ჩატარება შეუძლებელია, რადგან ბიგელების სიმაღლე 7 მეტრს არ აღემატება, მხატვრულ ტანმოვარჯიშეებს კი ისეთი დარბაზი სჭირდებათ, რომლის ჭერის სიმაღლე 12 მეტრი მაინც იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებების მიღწევა გაგვიჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ სპორტს პატრონი არჰყავს? არავითარი ინფორმაცია არ ქვეყნდება.
0
გაბრიელა ყველაზე მაგარია.
0

სიახლეები პოპულარული