ალექსანდრე გუჯაბიძემ სოფიაში, წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირზე, ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
სოფიაში 19 ივლისს დამთავრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 13 ქვეყნის (ავსტრალია, რუსეთი, უკრაინა, გერმანია, ეგვიპტე, სერბეთი, თურქეთი, რუმინეთი, ავსტრია, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია, ლიტვა) წარმომადგენლები ცდიდნენ ძალებს.

19-წლამდელთა შორის 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში ალექსანდრე გუჯაბიძემ (იგი ცნობილი ალპინისტის, ორგზის "თოვლის ჯიქის" - ბიძინა გუჯაბიძის ვაჟია) 369 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

415 ქულით პირველი იყო რუსი ნესტორ მენდეგი, ხოლო 403 ქულით მე-2 ადგილი მასპინძელ ბოიარ სავოვს ერგო.

სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში გუჯაბიძემ მე-5 ადგილი დაიკავა, 16-წლიანებში თამარ სიჭინავა მე-6 ადგილით
დაკმაყოფილდა.

24-26 ივლისს ჩვენი სპორტსმენები, ირაკლი ბართაიას ხელმძღვანელობით, რომის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული