"მომიწევს სამიდან ექვს კვირამდე დასვენება. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ოპერაცია არ არის საჭირო. საშიში არაფერი მომხდარა, მაგრამ ტრავმა არ მომცემს საშუალებას - გავაგრძელო შოუში მონაწილეობა", - განაცხადა ლეგენდარულმა სპორტსმენმა.
The Jump - ბრიტანული ტელევიზიის შოუა, რომელშიც ცნობილი ადამიანები საკუთარ ძალებს ამოწმებენ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
უიგინსმა ტრავმა სამთო თხილამურებით ვარჯიშისას მიიღო. სხვათა შორის, გასული წლის თებერვალში დაზარალდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრიტანელი ტანმოვარჯიშე ელიზაბეტ ტვიდლი.
ბრედლი უიგინსმა 2016 წლის დეკემბერს გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ოთხი ოლიმპიური ოქრო მას ველოტრეკზე აქვს მოპოვებული და ერთიც - საგზატკეცილო ველორბოლაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"