ლენს არმსტრონგმა 100 მილიონი წააგო

AutoSharing Option
ფედერალურმა მოსამართლემ უარი თქვა ყოფილი ველომრბოლის ლენს არმსტრონგის საქმის შეწყვეტაზე. ამ საქმეში აგრეთვე გადის კომპანია Tailwind Sports, რომელიც ველოსაჯინიბო US Postal-ს ფლობდა.

სარჩელი 2010 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეიტანა მას შემდეგ, რაც გამოვლინდა არმსტრონგის მხრიდან დოპინგის გამოყენების ფაქტები. სახელმწიფოს აზრით, ველომრბოლი კომპანია US Postal Service-ის მიმართ თაღლითობით იყო დაკავებული, რადგან აქტიურად მალავდა გუნდში ანტისადოპინგო წესების დარღვევის ფაქტებს.

არმსტრონგის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო არ დაზარალებულა, რადგან სპონსორობიდან უფრო მეტი მიიღო, ვიდრე გუნდში კონტრაქტის მიხედვით ჩადებული თანხა (32.3 მილიონი) იყო.

მაგრამ
მთავრობას მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც არმსტრონგს დისკვალიფიკაცია მისცეს, ოთხი წლის განმავლობაში მისი სახელი US Postal Service-სთან ერთად 1.5 მილიარდჯერ უარყოფით კონტექსტში გამოიყენეს პრესაში. კომპანიისთვის მიყენებული მორალური ზარალის შეფასება ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ.

მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აშშ-ის კანონების თანახმად, მთავრობას შეუძლია მოითხოვოს არმსტრონგისგან და Tailwind Sports-სგან თანხა, რომელიც სამჯერ აღემატება კონტრაქტის ოდენობას - 96.8 მილიონი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული