ლენს არმსტრონგი: დოპინგის გარეშე 7 "ტურ დე ფრანსის" მოგება შუეძლებელია

AutoSharing Option
ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა აღიარა, რომ 1999-2005 წლებში მოგებულ შვიდივე ტურ დე ფრანსზე დოპინგს იყენებდა.

ამის შესახებ ამერიკელმა ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მოყვა. ინტერვიუ გუშინ, ტელეარხ OWN-ზე (Oprah Winfrey Network) გავიდა. არმსტრონგმა განაცხადა, რომ სხვა აკრძალულ პრეპარატებთან ერთად, იყენებდა ტესტოსტერონს, კორტიზონსა და ადამიანის ზრდის ჰორმონს.

ლენსმა აღიარა, რომ დოპინგის გამოყენებისას არ უგრძვნია სინდისის ქენჯნა. მისი სიტყვებით, ის აკრძალულ პრეპარატს განიხილავდა, როგორც დამატებით უპირატესობას მეტოქეებთან ბრძოლაში. ამასთან, არმსტრონგმა განაცხადა, რომ მთელს დარჩენილ ცხოვრებას ადამიანების მხრიდან ნდობის დაბრუნებას მოახმარს.

არმსტრონგის ინტერვიუს ეთერში გასვლის
შემდეგ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა ჯონ ფეიჰიმ ამერიკელი ველომრბოლი არაგულწრფელობაში დაადანაშაულა.

ინტერვიუში ლენსი უარყოფს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ დოპინგის მიღებას აიძულებდა საჯინიბო US Postal-ის სხვა წევრებს. აგრეთვე, ამერიკელმა განაცხადა, რომ ცნობილ იტალიელ ექიმს მიკელე ფერარის არანაირი კავშირი არ ჰქონდა არმსტრონგის დოპინგსქემებთან.

ანტისადოპინგო სააგენტოს შეფის თქმით, არმსტრონგის აღიარებას შეიძლება მხოლოდ სანახევრო ეწოდოს. ფეიჰი ამბობს, რომ ველომრბოლის მიერ საკუთარი საქციელის გამართლების მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა თაღლითობა.

ფეიჰიმ აღნიშნა, რომ მისი აზრით, არმსტრონგის სიტყვებიდან შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება: ველომრბოლს ვერ გამოიჭერდნენ დოპინგის მიღებაში, ის 2009 წელს ველოსპორტში რომ არ დაბრუნებულიყო. თავად ლენსმა უინფრისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლოს დოპინგი 2005 წელს მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგმა ველოსპორტი დააღალატა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული