ჰოლანდიური საჯინიბოს ყოფილი ექიმის წინააღმდეგ გამოვიდა "რაბობანკის" ექსწევრი დანი ნელისენი (1996-97), რომელმაც განაცხადა, რომ გუნდში დოპინგის გავრცელებას ლეინდერსი აკონტროლებდა. ამ განცხადებიდან ერთი დღით ადრე დოპინგის გამოყენება აღიარა "რაბობანკის" კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა ტომას დეკერმა.
"მე ერთ ცენტსაც არ ვხარჯავდი ერითროპოეტინის შესაძენად. ყველაფერი ლეინდერსის მიერ იყო ორგანიზებული", - ამბობს ნელისენი.
ლეინდერსის გვარი, "რაბობანკის" დოპინგ-პროგრამასთან დაკავშირებით, პირველად 2012 წლის შემოდგომაზე ამოტივტივდა, როცა ლენს არმსტრონგის
ამის შემდეგ ნელისენის ჩვენება პირველი პირდაპირი ბრალდება გახდა ბელგიელი ექიმის წინააღმდეგ, რომელიც დღემდე უარყოფს ბრალდებას.
ამ პუბლიკაციების გამოქვეყნების შემდეგ "რაბობანკმა" დაკარგა სატიტულო სპონსორი და 2013 წლის სეზონს ახალი სახელით იწყებს - Blanco Procycling Team.
ლეინდერსი "რაბობანკის" დატოვების შემდეგ ბრიტანულ გუნდ Sky-ში მუშაობდა, მაგრამ იქიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც ამ ექიმის გვარი ამოიკითხეს ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს გახმაურებულ ანგარიშში, რომელმაც ლენს არმსტრონგი ამხილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგმა ველოსპორტი დააღალატა