ავტორიტეტულ გამოცემას გააჩნია წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ორიათასიანი წლების დასაწყისში, ფუენტესი ჩიპოლინის ერითროპოეტინით და ზრდის ჰორმონით ამარაგებდა.
მოგვიანებით, ამ ამბავს გამოეხმაურა ჩიპოლინის ადვოკატი ჯუზეპე ნაპოლეონე და აბსურდული უწოდა ველომრბოლის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.
"კატეგორიულად ვუარყოფთ ყოვლად აბსურდულ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჩემი კლიენტის მისამართით", - ამბობს ადვოკატი.
ჩიპოლინი ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს სპრინტერად არის აღიარებული. მას ჯირო დ'იტალიას 42 ეტაპი აქვს მოგებული, 2002 წელს, 35
შეგახსენებთ, რომ დღეს ექიმი ფუენტესი მთავარი ფიგურანტია გახმაურებული დოპინგ-სკანდალში, რომელსაც "ოპერაცია პუერტო" უწოდეს. ამ საქმესთან დაკავშირებით, ამჟამად, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ველოსპორტში ახალი დოპინგ-სკანდალი იწყება