სკანდალი: ახალი ბრალდებები ლენს არმსტრონგს

AutoSharing Option
ამერიკელი ველომრბოლელის, ლენს არმსტრონგის წინააღმდეგ კიდევ ორი სარჩელი შეიტანეს. ამის შემდეგ ველომრბოლელის წინააღმდეგ აღძრული საქმეების საერთო თანხამ 110 მილიონი დოლარი შეადგინა, არმსტრონგის საერთო ქონება კი 125 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ამ ორი სარჩელიდან ერთ-ერთში ლენსს ბრალს სდებს ნიუ იორკის მოქალაქე რობერტ მარტინი. ის ველომრბოლელს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მარტინს მიაჩნია, რომ არმსტრონგი იტყუებოდა მაშინ, როცა FRS-ის ენერგეტიკული სასმლის რეკლამას აკეთებდა.

FRS-ის სარეკლამო კამპანიის მსვლელობისას არმსტრონგი აცხადებდა, რომ ამ სასმლის წყალობით იგებდა რბოლებს. სარჩელში წერია, რომ სინამდვილეში ველომრბოლელის ყველა წარმატება აკრძალული
პრეპარატების მიღების შედეგი გახლავთ.

მეორე სარჩელი შედგენილია ტექსასში. არმსტრონგს უპირისპირდება სადაზღვევო კომპანია, რომელსაც სპორტსმენისგან 3 მილიონი დოლარის დაბრუნება სურს, რომელიც ლენსმა ტურ დე ფრანსზე გამარჯვებების შედეგად მიიღო. კომპანიის აზრით, მან ტიტულები მოტყუების გზით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ არმსტრონგმა რამდენიმე სარჩელი უფრო ადრე მიიღო, მაგალითად, აშშ-ის მთავრობისგან. გარდა ამისა, მასთან სასამართლო გარჩევა აქვს ყოფილ თანაგუნდელს ფლოიდ ლენდისს, რომელიც ასევე გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში.

კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა – არმსტრონგმა შეიძლება დაკარგოს საპატიო ლეგიონის ორდენის მედალი. ლენსმა ეს ჯილდო 2005 წელს მიიღო, როცა მეშვიდედ გაიმარჯვა ტურ დე ფრანსზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგს მთავრობაც მისდგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული