ტურ დე ფრანსი - კრის ფრუმი: მე ლენს არმსტრონგი არ ვარ

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსზე დასვენების დღე იყო, მაგრამ სპორტის ამ სახეობის მოყვარულებსა და ექსპერტებს მოსაწყენად არ ეცალათ.

არ შემწყდარა მსჯელობა მე-15 ეტაპის შესახებ, სადაც გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა კრისტოფერ ფრუმმა მონ-ვენტუს მთაზე არანორმალური ტემპი განავითარა და კონკურენტებს სასტიკად გაუსწორდა. ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ "თიმ სქაის" კაპიტანი ასეთ დომინირებას დოპინგის გარეშე ვერ შეძლებდა.

ასეთი მოსაზრების მქონე ყოფილი ველომრბოლელების აზრი გამოხატა დანიელმა მიხაელ რასმუსენმა, რომელიც თავის დროზე თავად იყო მხილებული დოპინგის მიღებაში.

"კითხვაზე - მჯერა თუ არა კრის ფრუმის პატიოსნების - მოკლე პასუხი
მაქვს: რა თქმა უნდა, არა. ის, უბრალოდ, ძალიან სწრაფად მოძრაობს. მონ-ვენტუზე ჩვენ ბრიტანელის არანორმალური გამოსვლა ვნახეთ.

ველოსპორტში ძალიან დიდი ხანი გამოვდიოდი და ბევრი რამ გამოვცადე. უდიდესი გამოცდილება მაქვს. ამიტომაც შემიძლია ზუსტად ვიგრძნო, როდის მიდის ველომრბოლელ
ი სწრაფად და როდის - ძალიან სწრაფად. ის, რაც მე-15 ეტაპზე ვნახეთ, მეორე კატეგორიას განეკუთვნება", - ამბობს რასმუსენი.

* * *
თავის გამარჯვებაზე ილაპარაკა კრის ფრუმმა. მან განაცხადა, რომ არ მოსწონს სკანდალურად ცნობილ ლენს არმსტრონგთან შედარება.

"ეს ყველაფერი ძალიან ნაღვლიანია - აქ ვსხედვართ ჩემი მთავარი გამარჯვებისა და ისტორიული შედეგის შემდეგ და ვლაპარაკობთ დოპინგზე.

ჩემი პარტნიორები თვეობით იკარგებოდნენ შეკრებებზე, სახლს მოცილებულნი იყვნენ. ისინი თავს არ ზოგავდნენ იმისთვის, რომ საუკეთესოდ გამოვსულიყავით ტურ დე ფრანსზე. ახლა კი თქვენ ლაპარაკობთ დოპინგზე და სიცრუეში მადანაშაულებთ. არმსტრონგი იღებდა დოპინგს, მე - არა. თემა დახურულია"
, - განაცხადა ტურ დე ფრანსის ლიდერმა.

ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტურ-დე-ფრანსს ის იგებს, რომელიც ისეთ დოპინგს მიიღებს, რომელიც დოპინგ-ტესტში არ გამოჩნდება.. ასეა ეს.
გიორგი777
01:27 16-07-2013
0

სიახლეები პოპულარული