ბრედლი უიგინსი სერი გახდა

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის 2012 წლის გამარჯვებული და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი დროზე განცალკევებით რბოლაში ბრედლი უიგინსი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ რაინდად აკურთხა. ცერემონია ბუკინგემის სასახლეში სამშაბათს გაიმართა.

უიგინსმა სერის ტიტული სპორტში მიღწევების გამო დაიმსახურა. კერძოდ, ის გახდა პირველი ბრიტანელი, ვინც პრესტიჟულ ფრანგულ ველომარათონზე გაიმარჯვა.

"ეს უდიდესი პატივია ჩემთვის. ცერემონიის დროს ძალიან ვინერვიულე. სიმართლე გითხრათ, ახლაც ბოლომდე გონს ვერ მოვსულვარ",
- აღნიშნა 33 წლის ჰიგინსმა ცერემონიის შემდეგ. ის დედოფალთან მიღებაზე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მივიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე
იხილეთ:

ველორბოლაში წლევანდელი სეზონის გმირ ბრედლი უიგინსის მანქანა დაეჯახა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული