თავდაპირველად იყო ოთხი ველომრბოლისგან შემდგარი ჯგუფის გაქცევა, რომელსაც პელოტონი უპრობლემოდ დაეწია, ამას კი მოჰყვა ვილიამ ბონეს დაცემა, რამაც გამოიწვია ტურ დე ფრანსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ზედახორა. მინიმუმ ოცი მრბოლელი აღმოჩნდა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ზოგიერთს კი სერიოზული სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ერთ-ერთი წაქეული იყო ლიდერის ყვითელი მაისურის მფლობელი ფაბიან კანჩელარა.
ტურ დე ფრანსის დირექტორმა კრისტიან პრიუდომმა რბოლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან
როგორც მოსალოდნელი იყო, ეტაპის ბედი მიურ დე უიზე გაირკვა. ეს არის მესამე კატეგორიის სირთულის კილომეტრიანი მთა. ყველაზე ციცაბო მონაკვეთზე ლიდერობა მოიპოვა ხოაკიმ როდრიგესმა. ესპანელმა კრისტოფელ ფრუმის იერიშებს გაუძლო და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მოიგო ტურ დე ფრანსის ეტაპი.
თუმცა ლიდერის ყვითელი მაისურა არა როდრიგესმა, არამედ ფრუმმა მოირგო, რომელიც 36 წამით უგებს მთავარ კონკურენტს ალბერტო კონტადორს, წუთნახევრით ტურის მოქმედ ჩემპიონს ვინჩენცო ნიბალის და ორ წუთს ნაირო კინტანას.
III ეტაპი
ანტვერპენი-უი. 159.5 კმ
1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - 3.36,54; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო; 3. ალექსის ვიუიერმოზი (საფ, AG2R) - +0,04; 4. დანიელ მარტინი (ირლ, Cannondale-Garmin) - +0,05; 5. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - +0,08; 6. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,11; 7. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - იგივე დრო; 8. საიმონ იეიტსი (ბრიტ, Orica-Green-EDGE) - იგივე დრო; 9. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - იგივე დრო; 10. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - იგივე დრო; 11. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - იგივე დრო; 12. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - 0,18...
საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 7.11,37; 2. ტონი მარტინი (გერ, Etixx-Quick-Step) - +0,01; 3. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,13; 4. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - +0,26; 5. გრეგ ვან ავერმატი (ბელ, BMC) - +0,28; 6. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - +0,31; 7. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - +0,34; 8. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +0,36... 12. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +1,32; 13. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +1,38... 16. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +1,51; 17. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +1,56; 18. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +2,00...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"