ამგვარი ველოსიპედების სამოყვარულო ვერსიებზე ძრავის სისტემის გააქტიურება ხდება საჭეზე დამონტაჟებული ღილაკის მეშვეობით. თავად ძრავა კი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს სატერფულები, სკამის ქვეშ არის განთავსებული და ის სპეციალური ელემენტებისგან მიღებული ენერგიის მეშვეობით მუშაობს.
აღმართზე ასეთი მოდელი საათში დაახლოებით ხუთი კილომეტრით ზრდის სიჩქარეს, თუმცა მსგავსი მოდიფიკაციების გამოყენება პროფესიულ ველორბოლებში შეუძლებელია, რადგან მათ ყველა შეამჩნევს. აღნიშნავენ, რომ ტურ
"ტექნიკური დოპინგის" გამოყენებაზე სერიოზული ეჭვი გაჩნდა წლევანდელი ტურ დე ფრანსის გამარჯვებულთან, Sky-ის ლიდერ კრისტოფერ ფრუმთან მიმართებაში, რომელმაც მეათე ეტაპი ფანტასტიკური საფინიშო გაქცევის შედეგად მოიგო. იმ ეტაპის შემდეგ, ბრიტანელი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში დაადანაშაულეს.
ტურ დე ფრანსზე ტექნიკის მრავალჯერადი შემოწმების მიუხედავად, ფრუმის მხრიდან მოტორიზებული ველოსიპედის გამოყენების დამტკიცება ვერ შეძლეს. ასეთ დარღვევაში მხილებულ ველომრბოლს მინიმუმ ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"