"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის მიერ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო ქართველი სპორტსმენები შეშფოთებას გამოთქვამენ. მათ ქვეყნის ევროპული გზის მხარდამჭერი მოწოდებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

თორნიკე შენგელია: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც";

გიორგი წიტაიშვილი: "არა რუსულ კანონს!"

გოგა ბითაძე: "როგორც ადამიანები, ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ";

ზაზა ფაჩულია: "საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს";

გიგა ჭიკაძე: "სადაც საქართველოა, იქ ვარ მეც";

გიორგი ჭინჭარაული: "თუ დღეს ცუდსა და
"უარესს" შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და თავიდანვე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს უკანონოდ მითვისებული, რუსეთმა მოგვიკლა უამრავი ახალგაზრდა, რუსეთმა დაგვწია ათეული წლებით უკან, მაშინ მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვირჩევ "უარესს!!!. ჩემი და თქვენი შვილები აქ, ამ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ და პირველ რიგში, მათ წინაშე უნდა ვიყოთ სუფთა და მართლები! მე მიყვარს საქართველო და მისი მომავალი დღეს ჩემს და თქვენს კისერზეა, პატივცემულებო!"

მხარდამჭერი პოსტები აგრეთვე გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ, აკა ტაბუცაძემ, საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილმა და ირაკლი აზაროვმა გამოაქვეყნეს.

altხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს მომავალი ევროპაშია

alt"ევროპა ერთადერთი გამოსავალია!" - მერაბ შარიქაძე ე.წ. აგენტების კანონის მიღებას ეხმიანება

alt"საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეს შეუქმნის" - თბილისის "დინამოს" განცხადება

alt"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

მკითხველის კომენტარები / 20 /
იცით რა არ მინდა ელემენტარული სკოლაში ჩემ შვილს ვიღაც პ.....ა ასწავლოს ვინმეს გინდათ ეს?
მაროკო
18 მარტი 2023 11:57
1
თოკო,გულიანო და ჯიგარო ქართველო,იქნებ გარკვეულიყავი ამაში


https://www.youtube.com/watch?v=R6k8J0X2V2s
ადამიანი
08 მარტი 2023 21:17
5
ვიღაცამ ჩამოურეკა ამათ დილიდან, კი ვხვდები ვინც.. ისე, შენგელიასგან მეტს მოველოდი, "სლაბი" ყოფილა...
გივი
08 მარტი 2023 16:07
26
ქოცობა ტეხავს ბრაატ ;) სწორ პოზიციაზე დგას ქართულის სპორტ ელიტა დღეს! შენ კიდე დასავლური სპორტი და ევროპა თუ არ გინდა გადართე ოერტეზე და ჩაუჯექი რუსეთის ჩემპიონატს "ფუტბოლსა და ბასკითბოლ" ში, ვერა? ;)
გივილოს
09 მარტი 2023 02:56
3
შენგელია!სანიკიძე მოგვიკითხრე,კაშია!კობიაშვილი,შარიქაძე!კაჭარავა!!
*
08 მარტი 2023 15:22
8
არ გამიკვირდება კაჭარავამ,სანიკიძემ და კობიაშვილმაც იგივე რომ დაწერონ,გვეღადავებიან
გიორგი
08 მარტი 2023 14:46
7
შენი ძმაკაცი სანიკიძეც ასე ფიქრობს?!აფერისტები ხართ,მაინც ვერ გაამართლებთ მის საქციელს!!!!!
!!
08 მარტი 2023 14:30
10
ევროპაში ყოფნის დასტური იყო გუშინწინ ბერლინში დაწყებულ უზარმაზარ ფორუმზე საქართველოს მასპინძლუს როლში ბრწყინვალედ წარმოჩინწბა,ხოლო წუხანდელი ვანდალიზმი -ნაღდი ანტიევროპა.აი რაც წუხელ რუსთაველზე ვანდალებმა გააკეთეს,სწორედ ეს არის რუსული საქმე.სწორედ მას უხარია ყველაზე მეტად ჩვენში არეულობა და ქართველთა მიერ ერთურთთავპირისმტვრევა!ასეა ეს,წყალი რომ არ გაუვა ისე.სამწუხაროდ ასეა.
მერაბი
08 მარტი 2023 12:31
28
Რა იყო შენთვის წუხელ ვანდალიზმი?
Georgian
08 მარტი 2023 14:58
12
და ბითაძეს რისი თქმა უნდოდა?
ვვვ
08 მარტი 2023 11:39
7
რეიზა სწერ შეცდომებით ?
იმერელს
08 მარტი 2023 11:14
3
აი ესენი არიან ჩვენი სპორტსმენები!!! ამაყობს ქართველი ხალხი თქვენით…ტროლებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეგენი ქართულად მოლაპარაკე რუსები არიან, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ, კიკუები არიან და ორ მანეთად იშიშვლებენ სულს…შევხვდებით ევროპაში
ზურა
08 მარტი 2023 11:10
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული