75 წლის ასაკში ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ღირსების ორდენის კავალერი. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

altლევან თედიაშვილი: "მამა,

სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი; ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"
მკითხველის კომენტარები / 20 /
სამშაბათს ძველ სპორტის სასახლეში იქნება დასვენებული და საქართველოს ექნება საშუალება უკანასკნელად მიაგოს პატივი ლეგენდას
ქომაგი
18 თებერვალი 2024 00:42
0
ვუსამძიმრებ ოჯახს, სრულიად საქართველოს და ჭიდაობის სამყაროს ამ ლეგენდა კაცის მიღმიერ სამყაროში გადასვლას. უფალო, ნათელი დაუმკვიდრე იმ ქვეყნად და შეუნდე ყველა შეცოდება ნებითნი და უნებლიეთნი.
ჟორა
17 თებერვალი 2024 23:54
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს დიდი ქართველი ვაჟკაცის სული! იშვიათი ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობდა,როგორც სამშობლოში ისე მთლიანად მსოფლიო საჭიდაო სამყაროში!
BOSS
17 თებერვალი 2024 23:27
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს. უდიდესი სპორტსმენი და კიდევ უფრო დიდი ადამიანი,კაცი.
ნაძირალა რუსებმა 80 წლის ოლიმპიადაზე სპეციალურად არ წაიყვანეს ლევანი, რომ მესამედ ოლიმპიური ოქრო არ მოეგო და მათი "ლეგენდა" კარელინის რეკორდი არ გაემეორებინა.ასე დაჩაგრეს თედიაშვილი მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი იყო.ამ საიტზე კი უყვართ ენის ტლაცუნი რომ აპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო.
Walter White
17 თებერვალი 2024 23:24
0
ბუმბერაზი სპორტსმენი ფა ადამიანი,ერის საამაყო შვილი.ხსოვნა-არდავიწყება სამარადჟამო!
კოლხიდელი
17 თებერვალი 2024 21:57
0
ძალინ დამწყდა გული, პირადად ვიცნობდი. მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უძლიერესი ადამიანი და ძალიან თავმდაბალი ადამიანი. სამწუხაროა, რომ ასეთი ბუმბერაზი ადამიანები მიდიამ ამ ქვეყნიდან. უფალმა ნათელში ამყოფოს.
გიო
17 თებერვალი 2024 20:57
0
ყველაზე დიდი და ყველაზე სრულყოფილი,დიდი ტედი,საუკეთესო ფალავანი საქართველოს ისტორიაში და უფრო საუკეთესო კაცი და პიროვნება,გაანათლოს ღმერთმა მისი სული,ცოდვაა საქართველო ლევანისნაირი კაცების გარეშე
გიორგი
17 თებერვალი 2024 17:56
1
ადამიანი-ლეგენდა, ღმერთმა აცხონოს.
მამუკა
17 თებერვალი 2024 17:42
0
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
დიმო
17 თებერვალი 2024 17:31
0
დიდი ქართველი ულაპარაკოდ!!!
mate
17 თებერვალი 2024 16:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული