ბიჭები კი არა, მთელი სპორტული სამყარო, განსაკუთრებით კი, საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები, გაოგნებულები იყვნენ. ზოგი ერთმანეთსაც ჩქმეტდა, - სიზმარში ხომ არ ვართო. საქმე იმაში იყო, რომ ქართველმა ფალავანმა იმჟამინდელი საბჭოთა კავშირიდან, ლევან თედიაშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში ჯერ ერთიმეორის მიყოლებით გააკრა
გენადი რუსლიადევი, საბჭოთა კავშირის სამბოს ნაკრების წევრი, შეუძლოდ გახდა, ტურნირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა. სპორტსმენის არმონაწილეობის შემთხვევაში ქულა ნულდებოდა. მოგეხსენებათ, სამბო საბჭოთა კავშირში პოპულარული სპორტი იყო და თეირანიდან ქულის გარეშე წამოსვლა კომპარტიის მაღალი რანგის ჩინოსნებისთვის შეურაცხყოფას უტოლდებოდა. თანაც, ეს ისტორიაში სამბოს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ვახტანგ ბალავაძემ (ლევანის მწვრთნელი) და იონოვმა (სამბოს ნაკრების მწვრთნელი) ყველასთვის მოულოდნელად სამბოში საჭიდაოდ ლევანის გაყვანა გადაწყვიტეს... ბოლო-ბოლო, 0 ქულას მაინც არ დაიწერდნენ. თუმცა ზორბა კახელმა სამბისტებს ნამდვილი მასტერ-კლასი ჩაუტარა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
კარკადანი - სპარსული მითოლოგიური პერსონაჟი, უზარმაზარი მარტორქაა. მისი ზომა და სიძლიერე სპარსეთში, არაბეთსა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა. მითების თანახმად, მას იმხელა რქა ჰქონდა, რომ სპილოსაც კი აკუწავდაო.
ზუსტად, როგორც კარკადანმა, თედიაშვილმა სპილოებივით წამოაცვა ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, შემდეგ კი - სამბისტებიც. ის დღე ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, ირანში კი დიდი ხნის განმავლობაში დაიმახსოვრეს არამიწიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ლევანი, რომელმაც ბრწყინვალე გამოსვლით, თავად შაჰის გულიც მოიგო.
60-იან წლებში საგარეჯოელმა, მე-6 კლასელმა ლევან თედიაშვილმა, ცნობილი ქართველი ფალავნის, არსენ მეკოკიშვილის ბიძაშვილის, ვანო მეკოკიშვილის ჭიდაობის სექციის კარები მორიდებით შეხსნა. ბეჯით, ნიჭიერ, მოქნილსა და ფიზიკურად ძლიერ ბიჭს აშკარად დიდი პოტენციალი ჰქონდა. მეკოკიშვილმა პატარა ტალანტი მალევე შენიშნა და მისი პატარ-პატარა რეგიონალურ შეჯიბრებებზე გაყვანა დაიწყო, რასაც მოჰყვა პირველი გამარჯვებები. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა კაკაბეთში ჩატარებული ჩემპიონატი, სადაც ლევანი ლეგენდარულმა ვახტანგ ბალავაძემ შენიშნა და 1966 წლიდან უკვე მან დაიწყო მომავალი ლეგენდის "გამოძერწვა“.
ბალავაძე არ იყო ერთადერთი, ვინც პატარა ლევანით აღფრთოვანდა. თავადაც დიდმა ფალავანმა არსენ მეკოკიშვილმა, პირდაპირი გაგებით, იგრძნო თედიაშვილის გენიალურობა. ლევანი მათი ურთიერთობიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს:
"არსენ მეკოკიშვილმა ცეკა-ს პირველ მდივანთან, მჟავანაძესთან შემიყვანა და ეუბნება, - ეს ჩემი შემცვლელიაო. გულში ვიგინები, - ვაიმე, ეს რა ტყუილები სცოდნია-მეთქი... დამახასიათა მხეცად, ჩემპიონთა ჩემპიონად. ამ შეხვედრაზე სხვა ბიჭებსაც მოვუყევი. არავის სჯეროდა, რომ რეალური ისტორია იყო, მატყუარას მეძახდნენ".

თედიაშვილი ადრეული ასაკიდანვე ჭიდაობით შეპყრობილი ადამიანი იყო. კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ამ სპორტში მონაწილეობის მისაღებად კი არა, გამეფებისთვის იყო მოსული. საახალწლო არდადეგებზეც კი დარბაზში გარბოდა, სჯეროდა, რომ წარმატებას ასე დაიბედებდა.
დაიბედა კიდეც...
დაიბედა კიდეც...
ჯერ იყო და, ზედიზედ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული პირველობა, შემდეგ კი 1971 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. მაშინ პირველად წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე და რაღა თქმა უნდა, ოქროსთვის იბრძოლა და გაიმარჯვა. ლევანით იმდენად აღფრთოვანდნენ, რომ ბევრი ფიქრის გარეშე საქართველოს 1971 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებაც მიანიჭეს.
მსოფლიო ჩემპიონატიდან 1 წლის შემდეგ, 1972 წელს, მიუნხენში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართა. მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები სანუკვარ ჯილდოზე - ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოდნენ... თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა თედიაშვილი იყო, რომელიც 82 კგ კატეგორიაში სოფიის ტრიუმფის გამეორებას აპირებდა. ლევანს 5 მოწინააღმდეგე შეხვდა, რომლებიც უპრობლემოდ დაჩაგრა, მათგან ერთ-ერთი კი ცნობილი ამერიკელი ჯონ პეტერსონი იყო, რომელიც ვერცხლს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ იმჟამად ჭიდაობის ქულების სისტემა განსხვავდებოდა და ფალავნები დაგროვებული ქულებით იგებდნენ ტურნირს. თედიაშვილმა კი იმდენი ქულა დააგროვა, რომ ოქროს მედალი შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა.
მეორე-მესამე ადგილებისთვის დაპირისპირებას, ვასილ იორგასა და ჯონ პეტერსონს შორის, ჩვენებური ტრიბუნებიდან უყურებდა და თან გერმანულ ლუდს სვამდა... აღსანიშნავია, რომ ერთი წონითი კატეგორიით ზემოთ, 90 კგ-ში, ოქროს მედალი ჯონის ძმამ, ბენ (ბენჟამინ) პეტერსონმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლევანი არ იყო ერთადერთი ქართველი, რომელმაც მიუნხენში ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა. ყველა დროის საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა ვიქტორ სანეევმა ოლიმპიადაზე თავისი მეორე ოქრო მოიპოვა და სიკვდილსაც გადაურჩა.
მომდევნო ოლიმპიადამდე ლევანმა ყველა გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. მათ შორის - სტამბოლის პირველობაზე, როცა ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული რეკორდი დაამყარა - მოწინააღმდეგე სულ რაღაც 3 წამში დაამარცხა.
თედიაშვილის შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა. მოწინააღმდეგეებს მიწიერი ფიზიკური მომზადება და ნიჭი აღარ ჰყოფნიდათ. კაცმა არ იცოდა, რა უნდა დაეპირისპირებინათ ლევანისთვის. ლეგენდარული გერმანელი ჰორსტ შტოტტმეისტერი 1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლევანს შეხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით (12:2) დამარცხდა. ინტერვიუში კი განაცხადა:
"ამ წონაში მსოფლიოში უძლიერესი ვარ, ნომერ პირველი. თედიაშვილს არ ვთვლი, მასთან გამარჯვება შეუძლებელია...“
ერთი წლის შემდეგ, 1976 წელს, მონრეალში ოლიმპიადა იმართებოდა. ლევანმა თამასა მორიგ ჯერზე ასწია და ამჯერად არა 82 კგ-ში, არამედ 90 კგ-ში გადაწყვიტა ასპარეზობა. ფინალამდე უპრობლემოდ გავიდა, იქ კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯონ პეტერსონის ძმა, ბენი ელოდა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, 4 წლის წინ დამარცხებული ძმის გამო რევანში აეღო და თავის მეორე ოლიმპიური ოქრო მოეპოვებინა. უნდა ვაღიაროთ, ბენი გააფთრებულად იბრძოდა და ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა ჩვენებურს, თანაც დარბაზი მისი გულშემატკივრებით იყო სავსე, თუმცა, საბოლოოდ, თედიაშვილმა მაინც დაამარცხა და ვერცხლის გზას გაუყენა.
ოქროსთან ერთად, ლევანს კიდევ ერთი აღიარება ელოდა - ის მონრეალის ოლიმპიადის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს.
"თანამედროვე სპორტსმენის ეტალონი, ყველაზე დიდი და სრულყოფილი“ - წერდა თედიაშვილზე "მონრეალ სთარი“, რომლის მიმომხილველმაც ლევანს "დიდი ტედი" შეარქვა.
ლევანმა შემდეგ წლებში კიდევ გამოიცვალა წონითი კატეგორია და ამჯერად 100 კგ-ში ევროპის საუკეთესო ფალავანი გახდა, ხოლო 1978 წელს მეხიკოში, პირველად კარიერაში, ვერცხლს დასჯერდა.
მოსკოვის ოლიმპიადის შესარჩევში კი ის მოხდა, რასაც ქართველი სპორტსმენები იმ პერიოდში უხვად აწყდებოდნენ - მასაც პოლიტიკამ გადაურბინა გზაზე... მოკლედ რომ ვთქვათ, მესამე ოლიმპიადის საგზური თედიაშვილმა ვერ მოიპოვა. როგორც ცნობილი მოჭიდავე გურამ საღარაძე იხსენებდა, ლევანს მიზანმიმართულად წააგებინეს ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის საჭირო ბრძოლა და ამით ხელი შეუშალეს მესამე ოლიმპიური ოქროს მოპოვებაში... ამის შემდეგ თედიაშვილმა კარიერა მალევე დაასრულა.

Ცოცხალი ლეგენდა არის ლევანა!განუმეორებელი,უძლიერესი,დაუმარცხებელი!
ერთი ორი წლის წინ ლეგენდალური საიტიევი მეკითხება თედიაშვილი ცოცხლად გინახიაო.დღემდე აღმერთებენ ჩრდილო კავკასიელი სპორტსმენები!
Ფენომენი ადამიანია ლევან თედიაშვილი,ამოუწურავი ტალანტი ყველა სფეროში.
Ფენომენები განსხვავებული ხასიათია და ცხოვრების წესის მქონე ხალხია-მარადონა მაგალითია ამის!
საგარეჯოს სიამაყე!კერძოდ გაღმაუბნის სიამაყე დიიიიდ ხანს სიცოხლეს ვუსურვებ!