75 წლის ასაკში ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ღირსების ორდენის კავალერი. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

altლევან თედიაშვილი: "მამა,

სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი; ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"
მკითხველის კომენტარები / 20 /
სამშაბათს ძველ სპორტის სასახლეში იქნება დასვენებული და საქართველოს ექნება საშუალება უკანასკნელად მიაგოს პატივი ლეგენდას
ქომაგი
00:42 18-02-2024
0
ვუსამძიმრებ ოჯახს, სრულიად საქართველოს და ჭიდაობის სამყაროს ამ ლეგენდა კაცის მიღმიერ სამყაროში გადასვლას. უფალო, ნათელი დაუმკვიდრე იმ ქვეყნად და შეუნდე ყველა შეცოდება ნებითნი და უნებლიეთნი.
ჟორა
23:54 17-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული