ჭრიკიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის წარმატებაში წვლილი შეიტანა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საუკეთესოები კიდევ 9 ნომინაციაში გამოავლინა:
საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ასევე ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი დასახელდა, პარასპორტსმენად მკლავჭიდის მოასპარაზე ბესიკ ლეკიშვილი დასახელდა, არაოლიმპიური სპორტული სახეობების წლის საუკეთესო სპორსტმენი სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა, საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში ედიშერ მაჩაიძემ გაიმარჯვა, წლის
2014 წლის საუკეთესო გუნდის ტიტული ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა, 2014 წლის საუკეთესო მენეჯერი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე გახდა. 2014 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა. საუკეთესო მწვრთნელად ძიუდოს მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე დასახელდა.
გარდა ამისა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპეციალურ ნომინაციებში. 2014 წელს სპორტის ხელშეწყობისთვის, კერძოდ კი, გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართულ სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ შოთა გორგოძე, ლევან მოსეშვილი და ირაკლი მეძმარიაშვილი.
2014 წლის აღმოჩენა გახდა ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, წარმატებული სპორსტემენების აღზრდისთვის პრიზი გადაეცა გურამ მოდებაძეს, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული უნივერისტეტი, სპორტის სახეობის პოპულარიზაციის ნომინაციაში პრიზი გადაეცა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას.
საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა ზაზა ფაჩულია და ქართული სპორტის ლეგენდად - ლევან თედიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ლევან თედიაშვილს "იბერია ჯგუფმა" საჩუქრად ავტომობილი გადასცა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გასული წელიც შეაჯამა. მისი განცხადებით, გასული წელი იყო წარმატებული, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს არაერთი მედალი, თუმცა, ეს არ არის საკმარისი და უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ მომდევნო წლებში ქართველმა სპორტსმენებმა უფრო კარგ შედეგს მიაღწიონ.
დღემდე ვერ გამიგია, როგორ მოახერხა იმ ავსტრიელმა, რომ ასეთი ნიჭის სპორტსმენი კინაღამ ჩამოეწერა სამუდამოდ.