სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას აკაკი ლოდია დაიკავებს

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ზურაბ აზმაიფარაშვილის ნაცვლად, აკაკი ლოდია დაიკავებს. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლოდია აქამდე ყიფიანის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. იგი არის ევროპის 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეც. მან თავისი ნებით დატოვა თანამდებობა", - განაცხადა ყიფიანმა.

აზმაიფარაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, მთავრობის წევრებს კი ეს გადაწყვეტილება ბოლო მთავრობის სხდომაზე აცნობა. სამინისტროში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზებზე აზმაიფარაშვილი 16 მარტს, პრესკონფერენციაზე
ისაუბრებს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული