"ახალი თბილისის" ტერიტორიაზე აშენებული სპორტული ბაზები სპორტის სამინისტროს საკუთრებაში გადავა

AutoSharing Option
ოლიმპიური ფესტივალისთვის "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე აშენებული სპორტული ბაზების ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა - ყველას აინტერესებდა, საბოლოოდ ვის ბალანსზე დარჩებოდა ქართული სპორტისთვის მართლაც უპრეცედენტოდ კარგი არენები.

რამდენიმე დღის წინ ტანვარჯიშის დარბაზში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ ისაუბრა, მანამდე კი იმავე მიზეზით თურქეთში შეკრებაზე წასვლა სალომე ფაჟავას მოუხდა.


როგორც Sportall.ge-ს სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა აცნობა,
"ახალი თბილისის" ტერიტორიაზე არსებული ოლიმპიური საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი ორშაბათს, 1-ელ  თებერვალს, ოფიციალურად სპორტის სამინისტროს საკუთრებაში გადავა.

ტანვარჯიშის დარბაზში არსებული გაზის და წყლის დავალიანება, რომელიც მთლიანობაში 48 000 ლარს შეადგენდა, სპორტის სამინისტრომ უკვე გადაიხადა და დარბაზში გათბობა ჩაირთო. რაც შეეხება დენს, მისი დავალიანება 25 000 ლარს შეადგენს, რომელსაც სამინისტრო ორშაბათს დაფარავს, თუმცა დენის კომპანიისთვის წერილი უკვე გაიგზავნა და დღეს დღის მანძილზე დენიც ჩაირთვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული