ჰიორმანის თქმით, რუსეთის ჩამოშორება ზამთრისა და ზაფხულის უახლოესი ოლიმპიადებიდან ხაზს გაუსვამს მკაფიო სიგნალს დოპინგის მხარდაჭერაში ნულოვან ტოლერანტობაზე. გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მომავალი გამოძიება დაამტკიცებს რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მონაწილეობას დოპინგის თემაში, ამ ორგანიზაციის მოკვეთა სამართლიანი შედეგი იქნება.
"თუ ვინმე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდებას ასეთ ცხად ფორმაში არღვევს, მაშინ
* * *
ამასობაში, საინტერესო განცხადება გააკეთა გერმანული ტელეკომპანიის ARD-ის ინფორმატორმა ანდრეი დმიტრიევმა. მისი აზრით, რუსეთში სპორტსმენთა 70-80 პროცენტი იყენებს დოპინგს.
დმიტრიევი საკმაოდ თამამია თავის განცხადებებში.
"ჩემი აზრით, უმჯობესია უფრო ნელა ირბინო, მაგრამ სუფთა დარჩე, ვიდრე დოპინგის დახმარებით სწრაფად ირბინო. რუსულ მძლეოსნობაში დოპინგს, სავარაუდოდ, სპორტსმენთა 70-80 პროცენტი იყენებს.
ჩვენი ხალხი არ არის მიჩვეული პირის გაღებას. არ გვჯერა, რომ პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი და ამით გარდაქმნები მიიღონ. ჩვენ გვირჩევნია ლოდინი, სანამ პრეზიდენტი არ მოვა და ყველაფერს არ შეცვლის", - უთხრა დმიტრიევმა ტელეარხ ARD-ს.
ანდრეი დმიტრიევი რუსეთის 2015 წლის ჩემპიონია რბენაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"