დოპინგი: რუსეთის ოლიმპიადიდან მოკვეთას ითხოვენ

AutoSharing Option
გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალფონს ჰიორმანმა მოითხოვა რუსეთის ჩამოშორება 2018 წლის ზამთრისა და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადებიდან, თუ დამტკიცდება რუსეთის ფედერაციის სპორტული ხელმძღვანელობის მონაწილეობა დოპინგის მასობრივი მოხმარების საქმეში.

ჰიორმანის თქმით, რუსეთის ჩამოშორება ზამთრისა და ზაფხულის უახლოესი ოლიმპიადებიდან ხაზს გაუსვამს მკაფიო სიგნალს დოპინგის მხარდაჭერაში ნულოვან ტოლერანტობაზე. გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მომავალი გამოძიება დაამტკიცებს რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მონაწილეობას დოპინგის თემაში, ამ ორგანიზაციის მოკვეთა სამართლიანი შედეგი იქნება.

"თუ ვინმე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდებას ასეთ ცხად ფორმაში არღვევს, მაშინ
მათ უნდა მიიღონ სასჯელის მკაცრი ფორმა. რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთის კომიტეტმა არ იცოდა დოპინგის მხარდაჭერის მასობრივ სქემაზე. ჩემს წარმოდგენაში ეს შეუძლებელია ისეთი ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციაში, როგორიც რუსეთია", - განაცხადა ჰიორმანმა AP-თან კომენტარში.

* * *
ამასობაში, საინტერესო განცხადება გააკეთა გერმანული ტელეკომპანიის ARD-ის ინფორმატორმა ანდრეი დმიტრიევმა. მისი აზრით, რუსეთში სპორტსმენთა 70-80 პროცენტი იყენებს დოპინგს.

დმიტრიევი საკმაოდ თამამია თავის განცხადებებში.

"ჩემი აზრით, უმჯობესია უფრო ნელა ირბინო, მაგრამ სუფთა დარჩე, ვიდრე დოპინგის დახმარებით სწრაფად ირბინო. რუსულ მძლეოსნობაში დოპინგს, სავარაუდოდ, სპორტსმენთა 70-80 პროცენტი იყენებს.

ჩვენი ხალხი არ არის მიჩვეული პირის გაღებას. არ გვჯერა, რომ პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი და ამით გარდაქმნები მიიღონ. ჩვენ გვირჩევნია ლოდინი, სანამ პრეზიდენტი არ მოვა და ყველაფერს არ შეცვლის", - უთხრა დმიტრიევმა ტელეარხ ARD-ს.

ანდრეი დმიტრიევი რუსეთის 2015 წლის ჩემპიონია რბენაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული