ოლიმპიზმი: რუსები მედლებს კარგავენ, მაგრამ არ აბრუნებენ

AutoSharing Option
რუსეთმა კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი დაკარგა. ამ ქვეყანას ჩამოართვეს ლონდონში, 2012 წლის ოლიმპიური თამაშებზე მძლეოსნობაში 4x400 მეტრზე ესტაფეტაში მოპოვებული ვერცხლის მედალი.

ამის მიზეზია მორბენალ ანტონინა კრივოშაპკას დოპინგ-სინჯის დადებითი შედეგი. მის გარდა, ფინალურ გარბენში მონაწილეობდნენ იულია გუშჩინა, ტატიანა ფიროვა და ნატალია ანტიუხი. კრივოშაპკას აკრძალული პრეპარატი დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ აღმოუჩინეს.

იმ გარბენში გამარჯვება ამერიკის ნაკრებმა მოიპოვა, მესამეზე გავიდა იამაიკა, მეოთხეზე - უკრაინა. ახლა, ეს ორ გუნდი, შესაბამისად, თითო საფეხურით წინ წაიწევს.

საინტერესოა, რომ 2008 და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ,
რუსეთმა უკვე 19 ოლიმპიური მედალი დაკარგა, მაგრამ, როგორც ირკვევა, არც ერთი რუსი სპორტსმენი არ აბრუნებს მედალს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.

"რუსი სპორტსმენები, რომელთა შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააუქმა, არ აპირებენ მიბაძონ უსაინ ბოლტს და დააბრუნონ მედლები", - განაცხადა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ალექსანდრა ბრილიანტოვამ.

მისი თქმით, ამგვარი საქციელი გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, რადგან ის სპორტსმენები, რომლებიც მედლებს არ აბრუნებენ, შესაძლოა, ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული