ოლიმპიზმი: ბრძოლას ბუდაპეშტი გამოეთიშა

AutoSharing Option
უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - გამოიწვიოს ბუდაპეშტის განაცხადი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე.

ამის შესახებ იუწყება სააგენტო "როიტერი". მთავრობაში ასეთი ნაბიჯი უნგრეთში ოლიმპიადის ჩატარებაზე პოლიტიკური და ეროვნული თანხმობის არარსებობით ახსნეს.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის, ბუდაპეშტის მერის იშტვან ტარლოშისა და უნგრეთის ეროვნული ოლიმპური კომიტეტის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე.

უნგრეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბუდაპეშტში ოლიმპიადის ჩატარების იდეას ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს. რესპოდენტთა დაახლოებით 50 პროცენტი წინააღმდეგი წავიდა. ასეთივე პოზიცია დაიკავა ბუდაპეშტის მოსახლეობის 56-მა პროცენტმა.

2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელ
ქალაქს 2017 წლის 13 სექტემბერს აირჩევენ. - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩატარდება. ახლა, ოლიმპიადის მიღებაზე პრეტენზიას მხოლოდ ორი ქალაქი აცხადებს - პარიზი და ლოს ანჯელესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული