ახლა, ქალაქი, რომელსაც თამაშების ჩატარება უნდა, ვალდებულია:
- არ დაუშვას ადამიანების ან ქვეყნების ნებისმიერი დისკრიმიაცია რასის, კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონების, დაბადების ადგილის ან სხვა ასპექტების მიხედვით.
- დაიცვას და პატივი სცეს ადამანების უფლებებს, აგრეთვე, დასაჯოს ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევა საერთაშორისო და კონკრეტულად იმ ქვეყნის კანონების მიხედვით.
- თავი შეიკავოს ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც თაღლითობას ან კორუპციას უკავშირდება.
- გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა შეათანხმოს თამაშების ჩატარება ქვეყნის ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ დაირღვეს საერთაშორისო შეთანხმება და ქვეყნის კანონები, რომელიც ეხება მშენებლობას, გარემოს დაცვას, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, შრომის პირობებსა და კულტურულ მემკვიდრეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"