"როგორც ხვდებით, მე არ გავამხელ პირად აზრს ექვსივე კანდიდატის შესახებ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საინტერესო იყო. ყურადღებით მოვისმინე ექვსივე პრეზენტაცია. ყველას ერთი იდეა გააჩნია - ხარისხიანი ოლიმპიური თამაშების აუცილებლობა, ოლიმპიური ღირსებების დაცვა, უკანონო ფსონებისა და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა, სტაბილური ფინანსირება... რა თქმა უნდა, კანდიდატთა პროგრამებს შორის განსხვავებაც არსებობდა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ პრეზენტაციებმა გვიჩვენეს - კანდიდატებს სურთ ევოლუცია და არა რევოლუცია.
სერგეი ბუბკას განაცხადში
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კარგი მენეჯერი უნდა იყოს. ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია - მხარი დავუჭიროთ სპორტს, განვავითაროთ ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამა, დავეხმაროთ საერთაშორისო ფედერაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს. ლაპარაკია დაახლოებით 5-მილიარდიან ბიუჯეტზე ოთხი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საჭიროა გამოცდილება ფინანსურ საკითხებში", - განაცხადა როგემ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2013 წლის სექტემბერში გაიმართება.
* * *
გარდა ამისა, ჟაკ როგემ თავისი აზრი გამოთქვა ოლიმპიური თამაშების ოპტიმალურ ღირებულებაზე.
"პირველ რიგში, თამაშები არ შეიძლება ძალიან ძვირფასი იყოს, რათა კანდიდატი ქალაქების მაქსიმალურმა რაოდენობამ განაცხადოს პრეტენზია ოლიმპიადის ორგანიზებაზე", - განაცხადა როგემ.
მისი სიტყვებით, მონაწილე სპორტსმენთა რიცხვი 10 500 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.
"სპორტსმენებს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეთ ცხოვრება, ტრანსპორტი, კვება, უსაფრთხოება... ეს ყველაფერი ემატება სხვა ხარჯებს და ამიტომაც, საჭიროა ვიცოდეთ საზღვრები", - მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები სააგენტო AP-ს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუბკას რეკორდი გადარჩა