სოკ-ის პრეზიდენტად ჟაკ როგეს ნაცვლად ტომას ბახი აირჩიეს

AutoSharing Option
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დასრულდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესია. ბოლო სამუშაო დღეს გაიმართა ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, სოკ-ის ახალი პრეზიდენტი გახდა გერმანელი იურისტი ტომას ბახი, რომელიც ამ პოსტზე ჟაკ როგეს შეცვლის. ეს უკანასკნელი კომიტეტს 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ბახმა გაუსწრო სერგეი ბუბკას (უკრაინა), რიჩარდ კარიონს (პუერტო რიკო), ჩინგ-კო უს (ტაივანი), სერ მიანგ ნგის (სინგაპური) და დენის ოსვალდს (შვეიცარია).

ახალი პრეზიდენტი არჩევნების მეორე რაუნდის შემდეგ გაირკვა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბახი
- 49 ხმა, კერიონი - 29, ნგი - 6, ოსვალდი - 5, ბუბკა - 4. შეგახსენებთ, რომ წინასწარი გამოკითხვების თანახმად, აშკარა ფავორიტად უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა მოიაზრებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟაკ როგე მილიარდამდე ავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული