ნიკა რურუა: ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
სოჭის ოლიპიადაზე უარის თქმით, საქართველოს ეძლევა საშუალება, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემას, - ამის შესახებ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია მთავრობის არგუმენტები, თუ რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე.

"რუსეთმა საგანგებოდ შეარჩია მეჩირაღდნედ ის ადამიანი, რომელიც აგვისტოს ომთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ ღია და თავხედურ გამოწვევას პროტესტით უნდა ვუპასუხოთ. იქ წასვლით ხაზს გავუსვამთ იმას, რომ რუსეთი თავის ქმედებაში არ იყო მტყუანი. ეს საშიში რამაა",
- აღნიშნა ნიკოლოზ რურუამ.

მისივე განმარტებით, სპორტსმენებს, რომლებსაც
სურთ ოლიმპიადაზე წასვლა, შეუძლიათ ინდივიდუალურად გამოვიდნენ ოლიმპიადის დროშის ქვეშ.

"ელენე გედევანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტსმენია, თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე. ის ელოდება მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას"
- განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.

მისივე განცხადებით, ბოიკოტი, რომელსაც საქართველო სოჭის ოლიმპიადას გამოუცხადებს, მსოფლიოს თვალში სწორად იქნება აღქმული.

"ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, არ წავიდეთ ოლიმპიადაზე", - აღნიშნა ნიკა რურუამ.

რაც შეეხება სანქციებს, კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სანქციები არ იქნება მძიმე, რადგან საქართველო მართალია.

"საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა. ამაზე კარგი საშუალება, რომ მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, საქართველოს აღარ ექნება. მთავრობა დღეს ელოდება ერთი კაცის, ივანიშვილის სიგნალს, ის კი გადაწყვეტილების მიღებაზე ყოყმანობს"
, - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.

წყარო: interpressnews.ge


ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადაზე უარის შემთხვევაში, საქართველო ოლიმპიური ოჯახიდან არ მოიკვეთება

ლერი ხაბელოვი: თუ სოჭის ოლიმპიადის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიზრდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი გახდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვემხრობოდი წასვლას.. მაგრამ ეს "მეჩირაღდნე" ბოლო წვეთია.. არ უნდა წავიდეთ!!!
Georgi
12:55 08-10-2013
0
ბოიკოტის შემთხვევაში შეშფოტებული და ჩაფიქრებული ევროპა რას იზამს, ალბათ რურუას თვალს ჩაუკრავს და ოლიმოპიადაზე წავა.
dalesi
13:39 08-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული