თინა კანდელაკი ოლიმპიური ჩირაღდნითა და წარწერით: "საქართპელო-რუსეთი"

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის თემას ეხმაურება.

"საქართველოში ზოგიერთი ძალის განზრახვა, ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებს - ეს, პირველ რიგში, ქართველ სპორტსმენებზე დარტყმაა, რომლებიც ბოლო წლები ამ მოვლენისთვის ემზადებიან.

მართალია, ზამთრის სპორტის სახეობებში საქართველოს ნაკრები - ძალიან მცირეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მოგონილი მოტივების გამო სპორტსმენებსა და მთელ ქვეყანას ეს ზეიმი უნდა წაერთვათ. მით უფრო, რომ ქართველ სპორტსმენებს რუსეთში ნამდვილად ელოდებიან. სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი და საქართველო მეგობრულად იცხოვრებენ", - წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც ოლიმპიური ჩირაღდანი უჭირავს და მაისური აცვია წარწერით: "საქართპელო - რუსეთი".

2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს სოჭში ჩატარდება. საქართველოს სახელით ოლიმპიადაში 4-მა სპორტსმენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ მისცა უფლება? აბრევიატირაში საქართველო რომ დაწერა. ქართველ ხალხს ამგვარი დესფანობა არ მიუცია.თავისი სახელით იქაქანოს. გვარიშვილობით სჯობს ასიათასობით ქართველს,ქართველობით,თუ ქცევით? და ბოლო დროს რომ გავრცელდა უსუფას შვილების,წულუკიანების,ხიდაშელების...... და სხვა გონებით ღარიბის შვილების მოწოდებებიდან, რომ გაჰკივიან საქართველოს სახელს ამოფარებულები ,ვინ არიან? ეს ტაკი მასხარები,გუთნის დედობას რომ ჩემობენб თუ ქართველთა საამაყო უკვდავი შვილები არიან?ხალხის სახელით,რომ ეთერობენ,საჯაროდ.გააიგივეს ქვეყანის მომავალი ბედიღბალი, თავ თავიანთ ბჟუტურთან.ქართველები ოდითგანვე საქმით,,ჩუმი ხვნა-თესვით და ფიზიკური გარჯით,ოფლ ნარევი ხვავ ბარაქის მოყვანითგამორჩეოდენ და არა ეტა-რას,ეტა დვა,ქაქანით,და სწორედ გარჯამ,მამულის ჩუმმა სიყვარულმა,მოგვიყვანა ერად, დღევანდლობამდე და არა ვანიას შვილების ომახიანმა -მე მჯეროდა ქართველი ხალხის მადლიერებისა, ჩემს მიმართ,და ხალხმაც მარგველაშვილის არჩევით,ეს ჩემი თავდაჯერებულობა დამიმტკიცაო.და ამგვარი დაშტვენილი გამონათქვამებით გვსურს?ქართველთათვის ოქროს ხანის,სოფლის შენება.
Amilahvari-France
12:19 28-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული