ბარაქ ობამა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას არ დაესწრება

AutoSharing Option
თეთრი სახლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებს დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ სოჭში, ამერიკელთა დელეგაციასთან ერთად, არ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა.

რაც შეეხება წინა ოლიმპიადებს, ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე აშშ-ს ქვეყნის პირველი ლედი მიშელ ობამა წარმოადგენდა, წინა ზამთრის ოლიმპიადაზე, ვანკუვერში კი - ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული